კომენტარი
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას - ირაკლი კობახიძე
მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ზოგადად, კანონის აღსრულება, ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული. ეს იყო ხელისულების დამხობის მცდელობა. ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით დაზუსტდა, ორგანიზებაში მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანრჩენს დააზუსტებს გამოძება. მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში და იცით, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ გამოძიებიდან ირკვევა, რომ ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი. ამას აქვს მათ შორის, პრევენციული მიზანი – ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


