კომენტარი
აჭარის პოლიციის უფროსმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და მისი გადადგომისთვის მუშაობას დავიწყებ - მერაბ ღოღობერიძე
არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე, აჭარის პოლიციის სამმართველოში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც დაკითხვა შეწყდა.
ღოღობერიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ღოღობერიძემ ჟურნალისტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განუცხადა, გამოძიებას ენდობა, თუმცა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის გადაყენებას ისევ ითხოვს.
,,მე ვენდობი გამოძიებას და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორ დასკვნებს დადებს. რაც შეეხება ჩემ დაკითხვას, შეუძლოდ გავხდი და შევწყვიტე პროცესი, თავად გადმოვედი საავადმყოფოში. დასაკითხად მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული. რასაც მოვითხოვდი, იმასთან დაკავშირებით მეკითხებოდნენ. კახაბერ ბუხრაძის გადადგომას დღესაც მოვითხოვ, რადგან აჭარაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს. დღეს ვანდალიზმზე საუბრობენ, მაგრამ ბუხრაძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა და მისი გადადგომისთვის მუშაობას დავიწყებთ, ჩემ კოლეგებთან ერთად. ჩემი ბრალეულობის საკითხი არანაირად არ იკვეთება," - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
მერაბ ღოღობერიძეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო ბათუმში, 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ. თუმცა, ღოღობერიძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


