უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 ოქტომბერი, 2025 13:17
font-size

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის მოვლენებში, უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო ჩართული.

როგორც ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში მოწმის საკითხით გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველაფერი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იცის და იმ პოსტებიდან, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.

„მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები სასამართლოს იმიტომ, რომ მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის, რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა ჰქონდეს ფაქტი ნანახი. მე, როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან და ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა. ამაზე იქნებოდა საუბარი, ჩვენ რომ რომ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით იქნებოდა დაკავებული და ხალხის ინფორმირებით“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის საქმის კურსში იყო.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო. ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, ზუსტად ამ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ის ამ ყველაფერს, ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნება. რას ვგულისხმობ და წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ 4 ოქტომბრის ნაცვლად, მხარი მისი „აჯენდისთვის“ დაეჭირა, მერე უყურეთ სააკაშვილი რას აკეთებდა - „ან ახლა, ან არასდროს“ და ა.შ. ოდნავ გონება გაანძრიეთ და იმას დაინახავთ, რასაც მე ვხედავ“, - განუცხადა ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. მისი გამოკითხვა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

წყარო

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი