მსოფლიო
აამოქმედეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს მიმართავენ
ორმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკეინმა და ბენ კარდინმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილით მიმართეს, რომ კანონპროექტის მიღებიდან 2 თვის შემდეგ დონალდ ტრამპს არ აუმოქმედებია ახალი სანქციები რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. წერილის შინაარს როიტერსი ავრცელებს.
„კონგრესის სწრაფი და საერთო მოქმედებები და თქვენი ხელმოწერა ძლიერი გზავნილი იყო ჩვენი მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეებისთვის, კერძოდ ისეთებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი დემოკრატიის შერყევას.
ახლა კრიტიკული ვადები ახლოვდება, როცა თქვენმა ადმინისტრაციამ მთელი ძალით უნდა შეასრულოს კანონი, რათა მხარი დაუჭიროთ და დაიცვათ ამერიკის ინტერესები“, -ნათქვამია წერილში.
წერილის თანახმად, 1-ელი ოქტომბერი არის უკიდურესი ვადა, რათა განისაზღვროს „წესები ან მითითებები“ იმ პირების იდენტიფიცირებისთვის, ვინც მუშაობს რუსეთის თავდაცვისა და დაზვერვის სექტორებისთვის და ვისთვისაცაა განკუთვნილი სანქციები.
მოგვიანებით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გასცა საპრეზიდენტო მემორანდუმი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ კანონის ამოქმედებისთვის. ის მიუთითებს სხვადასხვა სააგენტოს, დაიწყონ პროცესი ამ კანონის განხორციელებისთვის.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი თავიდან ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის მიღებას, რადგან ის არ აძლევდა ტრამპს უფლებას, კონგრესის თანხმობის გარეშე შეუმსუბუქოს ან გაუუქმოს რუსეთს სანქციები.
ტრამპის უკმაყოფილების მიუხედვაად აშშ-ის სენატმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას. ახალი სანქციების გატარების მიზეზებს შორის არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინისადმი, მისი სავარაუდო ჩარევა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში და მოსკოვის სამხედრო ინტერვენცია სირიაში. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.
შემდგომ კანონპროექტს ტრამპმა ხელი მოაწერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


