კომენტარი
8%-იანი კლება, ისეთ სერიოზულ და სტრატეგიულ საკითხებში როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, არის შეუძლებელი - სოზარ სუბარი
8%-იანი კლება, რამდენიმე თვეში, ისეთ სერიოზულ და სტრატეგიულ საკითხებში როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. მით უმეტეს, რომ დაახლოებით 10 თვის წინ ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას.
,,მე არ გავაკეთებ NDI-ის კვლევის ცალკეულ ციფრებზე რაიმე შეფასებას. მხოლოდ ერთ რიცხვს შევაფასებ, როგორც კვლევაში წერია საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9% და ამ დროს ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ყოველი არჩევნების შედეგებსა და NDI-ის კვლევის შედეგებს შორის დაახლოებით 20%-იანი ცდომილება გვაქვს.
ევროკავშირს რამდენი ადამიანი უჭერს მხარს და ნატო-ში გაწევრიანების მოსურნე რამდენია ამას ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ არჩევნებში რომელი პარტია რამდენ პროცენტს იღებს და ყოველ არჩევნებზე არის 20%-იან ცდომილებაზე მეტი. შესაბამისად, NDI-ის კვლევებს მე სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-იან ცდომილებამდე ჩამოვა და მანამდე აღარ გავაკეთებ კომენტარებს ამ თემაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


