მსოფლიო
71 დაღუპული, 1000-ზე მეტი დაკარგული - კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ჯერ კიდევ ვერ აქრობენ
აშშ-ში, კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრებს სულ მცირე 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1011 კი დაკარგულად ითვლება.
წინა მონაცემებით, დაკარგულად 631 ადამიანი მიიჩნეოდა, ხოლო დაღუპულად - 63.
ერთ-ერთი ოლქის შერიფის, კორი ხონის განცხადებით, დაკარგულთა სია ჯერ კიდევ დაუმუშავებელია.
მთვარობაში ვარაუდობენ, რომ დაკარგულთა სიაში მითითებული პირების ნაწილი, სავარაუდოდ, კარგადაა, მაგრამ, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ ამ ჩამონათვალში არიან შეყვანილი.
კალიფორნიაში მძვინვარე ხანძრები ყველაზე მასშტაბურია შტატის ისტორიაში. დამწვარია 57 000 ჰექტარი მიწის ფართობი.
ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი პარადაისი, რომლის სრულ აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება.
კალიფორნიის სახანძრო სამმართველოში ფიქრობენ, რომ ხანძრებს თვის ბოლომდე ვერ ჩააქრობენ.
მასშტაბურ ხანძრებს კალიფორნიაში ნოემბრის დასაწყისიდან ებრძვიან.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


