უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ნოემბერი, 2018 11:45
font-size

7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის - გრიგოლ ვაშაძე

7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის, - ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძე 11 წლის წინანადელ მოვლენებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, მაგრამ სრულად იზიარებს ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მიიჩნევს.

,,7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის. მართალია, მაშინ არავითარი კავშირი არ მქონდა ხელისუფლებასთან, არც ერთი თანამდებობა არ მეკავა და რიგითი კერძო პირი ვიყავი, მაინც სრულად ვიზიარებ ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მივიჩნევ.

ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიების. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრინციპს სათანადოდ არ ვცემდით პატივს, რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 7 ნოემბერს: ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა გამაერთიანებელი როლი, სამწუხაროდ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო გათიშა ისედაც პოლარიზებული საზოგადოება.

ჩემთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობას ჰქონდა თუ არა ამ ზომების გამოყენების სამართლებრივი უფლება და საფუძველი. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. ხელისუფლებას მეტი დაფიქრება მართებდა მაშინ და მართებს ახლაც.

კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია იმედში შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს. ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე ჩემს მეგობარ გიორგი თარგამაძესთან, და ყოველი საუბრის ბოლოს, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის მოვლენა და ვერანაირი გამართლება ამის ჩამდენ ხელისუფლებას ვერ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი იმედი სისტემატიურად მიძღვნის ფეიკ ნიუსებს, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ვერავინ შეზღუდავს მედიის უფლებას, თუნდაც დამცინოს, დამაბრალოს სიცრუე, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია ჩემზე ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზე. ეს პროფესიული სტანდარტის საკითხია და არ არის ხელისუფლების საქმე.

ახლა შევხედოთ რას აკეთებს ქართული ოცნება მისი მმართველობის მე-6 წლის თავზე. ივანიშვილი არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ ჩვენს შეცდომებს, არამედ დეკლარილებულად მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში. ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით, არეულობით და რეპრესიებით.

სწორედ ეს იყო შვიდი ნოემბრის შეცდომა და ამას იმეორებს დღეს ივანიშვილი და ქართული ოცნება გაათმაგებული მასშტაბით.

დღეს ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საზოგადოების გაერთიანებას. პარტიების და პოლიტიკური ლიდერების უდიდესი უმრავლესობა, ვინც მაშინ იდგა რუსთაველზე და აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას, დღეს დგას ჩვენს გვერდით და აპროტესტებს ამ ხელისუფლების მიერ ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანას.

ჩვენ აღარ გვინდა შვიდი ნოემბერი, აღარ გვინდა წარსული, ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე. მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი!“ - წერს გრიგოლ ვაშაძე.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი