უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 იანვარი, 2017 15:55
font-size

50-ზე მეტმა კონგრესმენმა ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტი გამოუცხადა

დემოკრატიული პარტიის 50-ზე მეტი კონგრესმენი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს.

ბევრი კონგრესმენი თავის გადაწყვეტილებას ხსნის დონალდ ტრამპისა და კონგრესმენ ჯონ ლიუისის კამათით. ამერიკაში ლიუისი სამოქალაქო უფლებებისთვის ცნობილია მებრძოლია.

ლიუისმა ტრამპი “არალეგიტიმური პრეზიდენტი“ უწოდა საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის გამო.

ტრამპი ბრალდებებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე უპასუხა: “ეს ყველაფერი ლაყბობაა - არანაირი ქმედება და შედეგი“.

ბევრი კონგრესმენის აზრით, ტრამპის სიტყვები შეურაცჰმყოფელია. კოგრესმენმა მინესოტიდან ქეით ელისონმა დაადანაშაულა ტრამპი “განხეთქილებისა და ზიზღის პოლიტიკის“ გატარებაში.

ტრამპმაც შემდგომშიც გაარძელა ლიუისის გაკრიტიკება. კონგრესმენს შეეშალა, როცა თქვა, რომ 1987 წლიდან, მას შემდეგ, რაც ის კონგრესში მოხვდა, პირველად გამოტოვებს პრეზიდენტის ინაუგურაციას:

“შეცდომა ( თუ ტყუილი!)“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე და დაამატა, რომ ლიუისმა ჯორჯ ბუში-უმცროსის ინაუგურაცია გამოტოვა 2001 წელს.

კონგრესმენის წარმომადგენელის თქმით, ლიუისი მაშინაც პროტესტის ნიშნის გამო არ ესწრებოდა ცერემონიას.

ეს არ არის ინაუგურაციის მასობრივი ბოიკოტის პირველი შემთხვევა. მაგალითად, 1973 წელს დაახლოებით 80-მა კონგრესმენი არ დაესწრო რიჩარდ ნიქსონის გაპრეზიდენტების ცერემონიას.

ასევე ცნობილია, რომ ვაშინგტონში გასამართ ინაუგურაციას 800-900 ათასი ადამიანი დაესწრება. გარდიანის ინფორმაციით, ცერემონიას კლინტონების ოჯახიც დაესწრება. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა საპროტესტო აქციები.

ინაუგურაციამდე ჩატარდა 5 სხვადასხვა გამოკითხვა. CNN-ის, Gallup-ის, ABC News-სა და The Washington Post-ის, NBC News-სა და Wall Street Journal-ისა და ქვინიპეკის უნივერსიტეტის მიერ მიღებული მონაცემებით, ამერიკელთა მხოლოდ 41 პროცენტისთვისაა მისაღები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება, 52 პროცენტი კი უარყოფითად აფასებს.

ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი