მსოფლიო
42 გარდაცვლილი და 133 დაშავებული ადამიანი - ეგვიპტეში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
ალექსანდრიაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, არსებული ინფორმაციით, 42 ადამიანი გარდაიცვალა, 133 კი მძიმედ დაშავდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ალექსანდრიის გუბერნატორის მუჰამედ სულთანის თქმით, ეგვიპტეში ორი მატარებლის დაჯახების მიზეზი სემაფორიდან გაგზავნილი არასწორი სიგნალი გახდა.
მატარებელი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიდიოდა, დაეჯახა გაჩერებულ მატარებელს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიემგზავრებოდა.
"ავარიის მიზეზი, სემაფორის არასწორი სიგნალი გახდა, რომელიც რკინიგზის თანამშრომელმა შეცდომით მისცა", - აცხადებს გუბერნატორი.
სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ,,თუ გვსურს ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეულნი ვიყოთ, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა’’.
,,მატარებელი, რომლითაც მე ვმგზავრობდი ძალიან სწრაფად მიდიოდა. უცბათ, იატაკზე აღმოვჩნდი. როდესაც გარეთ გამომიყვანეს. დავინახე უამრავი ადამიანი, რომელიც მიწაზე იწვა’’-იხსენებს მატარებლის ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი.
შეგახსენებთ - 2012 წელს კაიროში მატარებელმა სკოლის ავტობუსი გაიტანა და 50 -მდე ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ბავშვები.
2002 წელს კი მატარებლის კატასტროფის შედეგად 360 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


