კომენტარი
400 ბიულეტენის ჩაყრის ფაქტის დადასტურება არ არსებობს ჯერჯერობით - თამარ ჟვანია
ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მარნეულის #86 საარჩევნო უბანზე მოხდა 400-მდე ბიულეტენის ჩაყრა საარჩევნო ყუთში.
ჟვანიას თქმით, ამ დროისათვის, ამ უბანთან დაკავშირებით საჩივარი ცესკო-ში შესული არ არის.
,,რაც შეეხება მარნეულს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ როგორც ზეპირი განცხადება, ასევე ამავე განცხადების უარყოფა. არ არსებობს ჯერჯერობით ფაქტის დადასტურება და ამ საკითხთან დაკავშირებით თუკი იარსებებს რაიმე სამართლებრივი პროცესი, საჩივარი და შესაბამისი მოთხოვნა, აუცილებლად განხორციელდება კანონშესაბამისი პროცედურა. თუმცა, გუშინვე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა კომენტარის გაკეთება, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოებში შესაბამის საკითხზე აუცილებლად გვექნება რეაგირება’’, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


