უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 სექტემბერი, 2025 12:45
font-size

30 აკაცუკი არავის აინტერესებს, არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის აინტერესებს, ეს არის მოძალადე ადამიანების დაჯგუფება - კახა კალაძე

ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც პირველი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანია ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა.

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს, გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ, იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს, ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს ძალიან მძიმეა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რასაც აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, რადგან ის არსებული 30 აკაცუკი არავის აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის აინტერესებს. ეს არის მოძალადე ადამიანების დაჯგუფება. შესაბამისად, როცა მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცი, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი. მიზანი არის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა. 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან. რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან? ეს რას ნიშნავს. ქალი აქ არ არის არცერთი, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ. მაჩვენეთ აბა ერთი, რომელია ქალი. მანახეთ ერთი ადამიანი, რომელია ქალი. თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნო შტაბს, არაფრით არ განსხვავდებით მათგან.

თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ დაპირისპირებას საზოგადოებაში, გახლეჩვის მცდელობას, ეს ხართ თქვენ. არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, ვინც გუშინ საარჩევნო შტაბს დაესხა თავს“, – მიმართა კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი