მსოფლიო
28 მარტი რუსეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით 28 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა რუსეთში კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული კემეროვოს ოლქში. ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, 27, 28 და 29 მარტს კემეროვოს ოლქის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ხანძარი კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ კვირას გაჩნდა, რომლის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, აქედან 41 არასწრულწლოვანია. ამ დროისთვის 25 დაღუპული ამოიცნეს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სავაჭრო-გასართობი ცენტრის მეოთხე სართულზე, სადაც იყო განთავსებული კინოთეატრი და საბავშვო სათამაშო მოედნები.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის იმ შენობის მოიჯარე, რომელშიც ხანძრის კერა გაჩნდა, ასევე დაცვის წევრი, რომელმაც, სავარაუდოდ, გამორთო სახანძრო სიგნალიზაცია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ ელექტროსადენის გაუმართაობას. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი მოზარდების გამო გაჩნდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


