უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 მაისი, 2025 13:56
font-size

2024 წელს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანაში სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, კერძოდ, გასულ წელს სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, პირველად ჩამოცდა ორნიშნა მაჩვენებელს და რეკორდულად დაბალი - 9.4 პროცენტით განისაზღვრა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია.

„თუ ამ მაჩვენებელს რაოდენობრივ გამოხატულებაში შევხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90 ათასზე მეტმა, ხოლო 4 წლის ჭრილში 445 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი“ -განაცხადა ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს განპირობებულია თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

„ერთი მხრივ, აქ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 9.4 პროცენტი იყო, ხოლო მეორე მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, რაც, თავისთავად, აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, ასევე ხაზგასასმელია მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9.4 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან, 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.

2024 წელს ჯინის კოეფიციენტი (რომელიც ზომავს უთანასწორობას შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით) მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა. ჯინის კოეფიციენტი მთლიანი ხარჯების მიხედვით შემცირდა 0.003-ით და 0.40 შეადგინა.

კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი