უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 ნოემბერი, 2018 14:35
font-size

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ზაზა გაბუნია

ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფისკალური დეცენტრალიზაცია.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.

„ამისთვის ჩვენი ინიციატივაა ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომლითაც საქართველო შეუერთდება კიდევ ერთ დიდ ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელსაც განვიხილავთ, გვაქვს პროგრამა, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამარტივდება და გაძლიერდება მოქალაქეების ჩართულობა.

მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმ ამოცანების სრულყოფისთვის, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, იმისთვის რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს. როგორ გახადოს უფრო უკეთესი გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ეს არის 2019 წლის ბიუჯეტის ხაზგასასმელი სიახლე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვითმმართველობის კომიტეტმა 2019-2022 წლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა მოითხოვა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია.

„ასევე მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორმოცდაერთი მილიონი ლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს. კომიტეტისთვის ცხადია, პრინციპული საკითხია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესრულება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილია რეკომენდაცია სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, სკოლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 120 მილიონი ლარი.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომელმაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინადადებები სრულფასოვნად გაითვალისწინა.

ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოები განახლდება.

„ჩვენ იქ მივიღებთ მაღალი დონის კომფორტულ გზას.

ამავდროულად, საერთაშორისოსთანერთად, აღდგენილი იქნება რეგიონული და მუნიციპალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ეს ნიშნავს ახალ გზებს, ახალ ხიდებს, გვირაბებს. ამ გეგმების განხორციელება ნიშნავს მეტ გაზიფიცირებულ დასახლებას, გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს, მოქალაქეთა მეტ მონაწილეობას საკუთარი პრობლემების, საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში, რაც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე და მოქალაქის როლზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი