უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივლისი, 2025 22:09
font-size

2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში - ირაკლი კობახიძე

2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა, ოჯახის როგორც ერთი, ისე მეორე წევრის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი.

„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით 2018 წელს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება. თავიდან დამოუკიდებლად მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. 2019 წელს მას ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა, როგორც ერთი, ისე მეორე ოჯახის წევრის და ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი სალომე ზურაბიშვილმა. პროცესები დაიწყო 2019 წლიდან. 2020 წელს იყო კოვიდი, ამიტომ მისი ჩართულობის ისეთი საჭიროება, როგორც ჩანს, არ იდგა, იქაც პასიურ რეჟიმში იყო სალომე ზურაბიშვილი და ინარჩუნებდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯს. თუმცა 2021 წლიდან, როცა დაიწყო ეს ცნობილი .ე.წ. მიშელის მოლაპარაკებები, შემდეგ შეთანხმება და ა.შ. ყველას ახსოვს ეს პროცესები, მაშინ უკვე შეცვალა თავიდან ბოლომდე საკუთარი დამოკიდებულება, პირდაპირ გაჰყვა დირექტივებს, რომლებიც მოდიოდა Deep State-ის, „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან. ეს კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა 2022 წელს, პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში სალომე ზურაბიშვილი. კულუარული შეხვედრები როცა იმართებოდა, ისიც მხარს უჭერდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას და ა.შ. ამ ყველაფრის ღია მხარდამჭერი იყო“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას არჩევნებზე.

„რეალურად არჩევნებამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 1 თვე, როდესაც გამოიკვეთა, რომ მის იმიჯს ექმნებოდა სერიოზული პრობლემა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, მისი განცხადებების გამო. ამიტომ, იქ უკვე, რეალურად, ძალიან რთული იყო კანდიდატურის შეცვლა, ანუ მის მაგივრად სხვა კანდიდატისთვის მხარის დაჭერა. ბუნებრივია, ასე ვერ მოვიქცეოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი რომ გვეთქვა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე პირდაპირ, ვაშაძე გახდებოდა პრეზიდენტი, ამას ვერ დავუშვებდით. დაგვიანებული იყო, როდესაც მან დაიწყო ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი