მსოფლიო
2018 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ხელისუფლება მოსახლეობას 13 მილიარდ დოლარს დაურიგებს
საუდის არაბეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის, ავად ბინ სალეჰ ალაუდის ინფორმაციით, სამეფოს ხელისუფლება გეგმავს, 2018 წლის განმავლობაში მოსახლეობას 50 მილიარდი რიალი ( 13 მილიარდი დოლარი ) დაურიგოს.
„50 მილიარდი რიალის გამოყოფა მეფის ბრძანებით მიუთითებს ქვეყნის ხელმძღვანელობის მზრუნველობაზე მოქალაქეების ცხოვრების კომპფორტსა და ხარისხზე“, - უთხრა ალაუდიმ გაზეთ „ალ შარქ ალ ავსატს“.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თანხის გაღება ერთგვარი კომპენსაცია იქნება მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდის გამო.
შაბათს გამოქვეყნებულ ბრძანებაში მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეებს ყოველთვიურად დაუმატებენ 1000 რიალს ( დაახლოებით 266 დოლარს) მას შემდეგ, რაც მთავრობამ გააძვირა საწვავის ფასი და შემოიღო დამატებითი ღირებულების გადასახადი. ბონუსები დაერიცხებათ პენსიონერებსა და სამხედროებს.
ამავე დროს მთავრობამ შეღავათები შეუმცირა სამეფო ოჯახის წევრებს, რაც უკანასკნელების უკმაყოფილება გამოიწვია. წინა კვირას 11 პრინცი დააკავეს სამეფო სასახლეში ჩატარებული საპროტესტო აქციის გამო.
საუდის არაბეტში მიმდინარე რეფორმების მიზანია ნავთობზე ფასების შემცირების გადალახვა, რომელმაც ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვია. ექსპერტების შეფასებით, 2018 წელს დეფიციტმა 195 მილიარდი რიალი (52 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


