კომენტარი
2017 წლის იანვრიდან დღემდე უკვე 32 ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაუქმდა - კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე რეჟისორ გიორგი ოვაშვილს პასუხობს, რომელიც თბილისის ტურისტულ ადგილებში ზოგიერთ სავალუტო ჯიხურს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს.
,,ბატონო გიორგი, George Ovashvili პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით რომ გაგვიზიარეთ გამოცდილება (სამწუხაროდ, არასასიამოვნო) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ. როდესაც გასულ ზაფხულს, შუაგულ ბათუმში, შუაგული ტურისტული სეზონის პერიოდში, თავად წავაწყდი არაერთ მსგავს შემთხვევას, სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საქმიანობის მარეგულირებელი წესების გადახედვის შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, ოპონენტებიც გამოუჩნდნენ და ზედმეტი რეგულაციების შემოღების გამო არაერთხელ გაგვაკრიტიკეს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტებს დავუწესეთ სავალდებულო მოთხოვნები. დეტალებით არ გადაგღლით, მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ: პუნქტები ვალდებულნი არიან მკაცრად დადგენილი სტანდარტის მიხედვით განათავსონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფა. ასევე, მომხმარებელს მკაფიოდ და სრულად აუხსნან ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის და მომსახურების საკომისიოს შესახებ და გადასცენ ოპერაციის ამსახველი დოკუმენტი. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევის გამო 2017 წლის იანვრიდან დღემდე უკვე 32 ჯიხური გაუქმდა და მონიტორინგის პროცესიც მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, დღესდღეობით საქართველოში 1,000-ზე მეტი გადამცვლელი პუნქტია რეგისტრიტებული და ყოველდღიურად თითოეულის მონიტორინგი შეუძლებელია.
ჩვენ, ერთის მხრივ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მოხმარებელთა უფლებების დასაცავად, თუმცა, მეორეს მხრივ, ვფრთხილობთ კიდეც, რათა ზედმეტად მკაცრი პირობებით არ გავაჩინოთ ამ სფეროს შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკი, რაც, დამეთანხმებით, კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას იმავე ტურისტების თვალში. თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ ყვავის ცენტრალური აზიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში ასეთი შავი ბაზარი, რაც მეტად არასასიამოვნო სანახავია.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვთხოვო მოსახლეობას, ნუ დაიზარებენ, გადაუღონ სურათი ასეთ დარღვევებს და გადამცვლელი ჯიხურის მისამართთან ერთად გამოგვიგზავნონ შემდეგ იმელიზე cp@nbg.gov.ge
კიდევ ერთელ მადლობა თქვენი პოსტისთვის. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, კინოს შესახებ გვესაუბრა, მით უმეტეს, რომ მოუთმენლად ველი თქვენი ახალი ფილმის, „ხიბულას“ ეკრანებზე გამოსვლას’’, - წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


