კომენტარი
2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამის შედეგია ეს ყველაფერი - სერგო რატიანი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ 2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია.
მისი თქმით, 1 დეკემბრის მსგავსი ტრაგედია ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, თუმცა საზოგადოებამ ასეთი ფაქტების პრევენცია უნდა მოახდინოს.
„ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე ასხივებს, რომ კრიმინალი გარკვეულწილად არის მათი სოციალური მოკავშირე. ღირებულებითი მიდგომა და ქუჩის მენტალიტეტი შეუთავსებელია სახელმწიფოებრიობასთან.
2012 წლიდან ჩამოიშალა მანდატურის სამსახური, რომელიც აშკარად დასახვეწი იყო. ბევრი პრობლემა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დღეს არის რაღაც ორმაგ დაქვემდებარებაში. მანდატურებმა უბრალოდ არ იციან რა აკეთონ ხშირ შემთხვევაში. 2012 წლიდან უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამის შედეგია ეს ყველაფერი.
მსგავსი ტრაგედია ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ საზოგადოება იმიტომ არის საზოგადოება, რომ პრევენცია მოახდონოს. ეს შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს, რაც ღირებულებების ჩამოშლის შედეგია“,- განაცხადა რატიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


