მსოფლიო
2008 წლის რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის რეაქცია არასაკმარისად მკაცრი იყო - ესტონეთის პრეზიდენტი
„რუსეთი არაპროგნოზირებადია. რუსეთი არ ცნობს მის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებებს“, - ასე აღწერა რუსეთის საგარეო პოლიტიკა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ბიბისისთან ინტერვიუში.
საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ესტონეთის პრეზიდენტის შეფასებით, 2008 წელს დასავლეთს მკაცრი ზომები არ მიუღია მოსკოვის წინააღმდეგ.
„როცა ეს მოვლენები [2008 წლის ომი] მოხდა საქართველოში, დასავლეთის რეაქცია არასაკმარისად მკაცრი იყო. დასავლურმა ქვეყნებმა არ გააგებინეს, რომ მსგავსი მოვლენების განვითარებას არ მოითმენენ.
ახლა დასავლურმა ხელმძღვანელებმა ისწავლეს გაკვეთილი. ამიტომ როცა ყირიმის მოვლენები მოხდა, ამას მოჰყვა მკაცრი საპასუხო რეაქცია. დააკისრეს სანქციები, მოხდა იმის გააზრება, რომ მინსკის შეთანხმებები ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს და ის, რომ ყირიმი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას. ეს ყველაფერი ძალაშია“,-განაცხადა კალიულაიდმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


