მსოფლიო
20 000 მშვიდობისმყოფელი დონბასში - ვაშინგტონი აპირებს, რუსეთს უკრაინის კონფლიქტის დაძლევის გეგმა შესთავაზოს
„უახლოეს დღეებში“ აშშ-ის მთავრობა აპირებს, რუსეთს გეგმა შესთავაზოს დონბასში 20 000 უცხოელი მშვიდობისმყოფელის განლაგებასთან დაკავშირებით. ამაზე ვაშინგტონის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს. კონკრეტულად სად და რა პირობებით იქნებიან განლაგებული მშვიდობისმყოფელები, გამოცემა არ აკონკრეტებს.
გარდა ამისა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ სავარაუდოდ დააკმაყოფილა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Javelin-ის მიწოდების მოთხოვნა, თუმცა შეთანხმებული არაა, როდის მიაწოდებენ ამ ტექნიკას კიევს. თვითონ ვაშინგტონი ამას უარყოფს.
რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინისთვის ტანკსაწინაარმდეგო კომპლექსის მიწოდების რეკომენდაციით თეთრ სახლს პენტაგონმა მიმართა.
შეგახსენებთ, სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსება დონბასში შეაფერხებს ბოევიკებისთვის ახალი საბრძოლო რაზმებისა და იარაღის მიწოდებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


