კომენტარი
2-3 %-ით მაღალი აქტოვობა რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეორე ტური შედგებოდა- გია ხუხაშვილი
ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დამდგარი შედეგი სიურპრიზი არ ყოფილა.
თუმცა, როგორც ხუხაშვილმა „არჩილ გამზარდიასთან ახალ ამბებში“ აღნიშნა, მეორე ტურის შანსი იყო.
მისივე თქმით, შედეგმაც სწორედ ეს აჩვენა, რომ ახალმა მერმა მეორე ტურის ზღვარზე გაიარა.
„ამის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ როგორც ყველა წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაც ზღვარგადასულად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და მეორე ფაქტორი იყო ის, რომ აქტივობა იყო დაბალი. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა მეორე ტურის არარსებობა. წინა კვირას მქონდა ამაზე საუბარი, რომ მეორე ტური შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ აქტივობა იქნებოდა 50%-დან ზემოთ.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასე ვთქვათ, ფინალში გასულმა სახელისუფლებო პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე მხარე, ორგანიზაციულ რესურსებს გადაჭარბებულად იყენებდნენ და აქტივობის ყოველი შემდეგი პროცენტი იქნებოდა არა მათ სასარგებლოდ. მათ თავიანთი მხარდამჭერების 100%-ის მობილიზება მოახერხეს.
მაგრამ, ყოველი შემდეგი ხმა უკვე იქნებოდა მესამე კანდიდატის, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ალეკო ელისაშვილის.
ბუნებრივია, რომ 2-3 %-ით მაღალი აქტოვობა რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეორე ტური შედგებოდა, მაგრამ ამ აქტივობამ განაპირობა ის, რაც განაპირობა“,-განმარტა ხუხაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


