მსოფლიო
10 დაღუპული და 10 დაშავებული - ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ სროლა ატეხა
ტეხასში, სანტა ფეს საშუალო სკოლაში ატეხილი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 10 დაშავდა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა.
თავდამსხმელი დაკავებული და იდენტიფიცირებულია. ის 17 წლის დიმიტრიოს პაგურტცისი ყოფილა, რომელიც სანტა ფეს სკოლის მოსწავლეა.
მან უკანონოდ გამოიყენა იარაღი, რომელიც მამამისს მოპარა.
ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, სკოლაში „სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს“. ებოტის თქმით, პოლიციამ მიაგნო ინფორმაციას თავდასხმლის დღიურში, კომპიუტერსა და მობილურში, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ის გეგმავდა თავდასხმას და ჩადენილის შემდეგ თავის მოკვლასაც აპირებდა.
სანტა ფეს პოლიციის უფროსმა ჯეფ პოუელმა მოუწოდა ადგილობრივებს, ფრთხილად იყვნენ, თუკი რამე სახის საეჭვო ნივთს წააწყდებიან.
წელს ეს მეორე მასშტაბური სისხლიანი თავდასხმაა ამერიკულ სკოლაში. თებერვალში ფლორიდის შტატში, პარკლენდის „მარჯორი სტოუნმენ დუგლასის“ სკოლაში თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
სამონიტორინგო ჯგუფის „იარაღით ჩადენილი ძალადობის არქივის“ (the Gun Violence Archive) ინფორმაციით, წელს აშშ-ში 5000-ზე მეტი ადამაინი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით ატეხილი სროლის შედეგად.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


