კომენტარი
უმრავლესობის წევრების მხრიდან ვისმენდით ანა დოლიძისადმი პირად შეურაცხყოფებს – გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, უმრავლესობის წევრების მხრიდან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ანა დოლიძის მისამართით პირადი ხასიათის შეურაცყოფა ისმოდა.
ამის შესახებ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
„დღეს, სამწუხაროდ უმრავლესობის წევრების მხრიდან ვისმენდით ანა დოლიძისადმი პირად შეურაცხყოფებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა იურიდიული არგუმენტებით, პოლიტიკური არგუმენტებით დაერწმუნებინა უმრავლესობა კონსტიტუციის მნიშვნელობაში და ამ სახალხო დოკუმენტის ფართო კონსენსუსით მიღების მნიშვნელობაში. სამწუხაროდ, ამის პასუხად ანა დოლიძე იღებდა პირად შეურაცხყოფებს“,–აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


