კომენტარი
“იმედი” ბანკს ქმნის?! ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა??? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია??? - კოტე კემულარია
კრიზისი პიკს აღწევს—ტვ “იმედი” ბანკს ქმნის?! ეს განცხადება ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება: “ვინაიდან ბანკები უარს გვეუბნებიან მომსახურებაზე, “იმედი” საკუთარ ბანკს შექმნისო?!” - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია.
„კრიზისი პიკს აღწევს—ტვ “იმედი” ბანკს ქმნის?!
ეს განცხადება ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება: “ვინაიდან ბანკები უარს გვეუბნებიან მომსახურებაზე, “იმედი” საკუთარ ბანკს შექმნისო?!”
ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა???
რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია???
“ოცნებისტებმა” აღარ იციან–იცინონ თუ იტირონ!
“ოცნებაში” ახლა გააცნობიერეს რომ, სწორედ მათი მმართველობის პერიოდში, 14 ტრილიონი დოლარის აქტივით მსოფლიოში პირველი საინვესტიციო გიგანტი—Black Rock, გახდა “საქართველოს ბანკის” და “თი ბი სი” ბანკის ყველაზე გავლენიანი აქციონერი! მისი CEO— ლარი ფინკი არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე და ის მასპინძლობდა დავოსში ტრამპს, სადაც საქართველო არ მიიწვიეს!!! ანუ, პატ. თურნავას ყველა ბრძანებას ბანკები ვერ შეასრულებენ!!!
საქართველოს ნებისმიერი ბანკიდან ფულის უცხოეთში გადარიცხვა ხდება ორი ამერიკული ბანკის მეშვეობით…
“ჩვენ ჩვენს ბანკს შევქმნით”…”ლონდონში არ ვივლით..”
“ზესტაფონში წავალ…”—21-ე საუკუნეში თანამედროვე ქვეყანა ასე არ იმართება!!!
გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩინეთი გაიყვანეს პანამის არხის მართვიდან, სადაც მილიარდები ჰქონდა ინვესტირებული…ჩინეთმა დაკარგა კონტროლი ვენესუელის პორტზე და კარიბის სხვა პორტებზე, სადაც ასევე მილიარდები ჩადო…
პუტინის შეთავაზებულ 12 ტრილიონიან ბიზნეს შეთავაზებას აქცია ზურგი ტრამპმა, ვინაიდან უკრაინაში არ შეწყვიტა ცეცხლი მოსკოვმა!!!
ირანი ჩამოვიდა ცხენიდან და ურანის გამდიდრების 60%-დან 3%-დე დაწევა და ნავთობის კონტროლი შეთავაზა ამერიკას, მაგრამ “ნულოვანი” გამდიდრება და ბირთვული მარაგების სრულად გადაცემა მოთხოვეს, რამაც შეთანხმება საბოლოოდ ჩაშალა და ისევ
სამხედრო ოპერაცია დააყენა დღის წესრიგში…
მოსკოვში გაწბილებული არიან, რომ მათი ბოლო იმედი ბრიუსელში —ორბანი, ინტერესებით ურცხვად ვაჭრობს: “თუ ევროკავშირი 16 მლრდ სესხს გამომიყოფს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს ხელს მოვაწერო”!!!
ამ პაკეტში შედის ყულევის პორტის სანქციაც… თუ ორბანი დათანხმდა, ყულევიც დასანქცირდება, რაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს არა მარტო საქართველოსთვის…
მოსკოვი ვეღარ აშინებს ბირთვული კუნთებით დასავლეთს… მსოფლიო შეიცვალა… ის აღარ არის ისე მოწყობილი რომ, “ოცნებამ” რუსული ნარატივის შემცველი ულტიმატუმებით ეურთიერთობოს ვაშინგტონს, ლონდონს, ბრიუსელს!!!“ - წერს კოტე კემულარია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


