რეგიონები
ზურაბ პატარაძემ საწარმო ,,ხახუტა“ დაათვალიერა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო ,,ხახუტა” დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს ,,ხახუტას“ დირექტორმა ნოდარ შერვაშიძემ გააცნო.
აჭარის მთავრობის ცნობით, საწარმო თუნუქის სახურავებსა და პროფილებს აწარმოებს და ასევე წიბოების ლამინირებას ახორციელებს. ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში წელს ამოქმედდა. ინვესტორმა 427 000 დოლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 1200კვ.მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. დღეისათვის საწარმოში ჯამში 80 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში რეგიონში 8 საწარმომ ისარგებლა და გააფართოვა თავიანთი წარმოება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


