რეგიონები
ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სკოლის გახსნა ადგილობრივ მოსწავლეებს რეგიონის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ მიულოცა.
საზეიმო გახსნის შემდეგ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებთან ერთად სკოლის ყველა მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგს მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ სრულად რეაბილიტირებული სკოლის საკლასო ოთახები დაათვალიერა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ზემომთიან აჭარაში სკოლების რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხი, რაც ხელს უწყობს მთაში მოსახლეობის დამაგრებას და მათი პირობების გაუმჯობესებას.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მაღალმთიან ქედაში მდებარე ახოს სკოლა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განახლდა. სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ახოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 380 000 ლარი გაიხარჯა. სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა იატაკები, კარ-ფანჯრები და სახურავი. პროექტის მიხედვით განხორციელდა ელქტროტექნიკური, წყალ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები.
სკოლაში 67 მოსწავლესთან 17 პედაგოგი მუშაობს.
აჭარაში წელს 5383 პირველკლასელი დარეგისტრირდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ სასწავლო წელს გაიხსნება 2 ახალაშენებული სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში;
2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება 5 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა (ტუნაძეები, მაწყვალთა, ბათუმის N23, სარფი და განახლება). 2017 წელს სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 24 საჯარო სკოლას.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


