რეგიონები
ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის პროგრამების კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა. შეხვედრაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე მარკ ჰულსტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელიც შიდა მიგრაციის პროცესების შეჩერებას და მთაში დასაქმების გაზრდას ისახავს მიზნად.
მარკ ჰულსტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აჭარაში ახალი პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ამოქმედების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 2017 წლიდან IOM ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ერთი თანამშრომელი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონში აქტიურად მუშაობს ტრეფიკინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


