რეგიონები
ზურაბ ალავიძემ ქარელის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზურაბ ალავიძემ ამჯერად ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბრეძა - ჭვრინისის 3 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გზით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ორი სოფლის მაცხოვრებლები სარგებლობს. გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას სასიცოცხლო ობიექტებამდე გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ახალი გზით ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


