უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 დეკემბერი, 2018 16:50
font-size

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

თხილის ექსპორტიორი „აგროსახლის“ დამფუძნებელი, მაია მიქავა უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

მისი ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა ზუგდიდში, თხილის ქარხანა, "თურალ გრუპი " დააყაჩაღა.

მაია მიქავას განცხადებით, ისინი ქარხნის ტერიტორიაზე იარაღის მუქარით შეიჭრნენ და 50 ათასი ლარი წაიღეს.

მაია მიქავა შემთხვევის დღეს იხსენებს და ეჭვობს, რომ დაყაჩაღების მიზნით მისული პირები კომპანიის ტერიტორიას საკმაოდ კარგად იცნობდნენ.

„ესენი შემოვიდნენ უკანა ტერიტორიიდან, საიდანაც ფიზიკურად ადამიანი, თუ კარგად არ იცნობ ტერიტორიას, ვერ მოაღწევ აქამდე. ზუსტად იცოდა, საიდან უნდა შემოსულიყო. ღობიდან გადმოძვრა, 3-მეტრიანი კედლიდან, მომზადებული წამოვიდნენ, წამოიღეს კიბე, მოადგეს, გადმოვიდნენ. მომზადებულები იყვნენ „სკოჩებით“. სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რამდენი ადამიანი იქნებოდა 20:00 საათისთვის. ზუსტად იცოდნენ, რომ ფული ადგილზე იყო. ისიც იყო ნიშანდობლივი, რომ ესენი ფეხით იყვნენ მოსულები და იცით, როგორი ავტომატებით არიან მოსულები, რომლებიც უიშვიათესია და ამას ჯიბეში ვერ დამალავდნენ,“ - განაცხადა მაია მიქავამ.

თავდასხმის დროს დაშავდა ერთი თანამშრომელი, რომელსაც თავდამსხმელმა თავში იარაღი ჩაარტყა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი