რეგიონები
ზუგდიდში სასაფლაოზე სავარაუდოდ, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე სავარაუდოდ 30 წლამდე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამჟამად, ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება.
უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა შემთხვევით ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.
„სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლის ანზორ კალანდიას ინფორმაციით, ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული.
„ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ზედა და ბათინკი ეცვა. ჩემი ვარაუდით, ის ასე 30 წლის წინ არის მოკლული და ვიღაცამ პარკში გაახვია და სასწრაფოდ დამარხა, რადგან სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიცვალებული 50 სანტიმეტრზე დაემარხათ. არ არის გამორიცხული, ეს ადამინი 90-იანი წლების კონფლიქტის დროს იყოს დაღუპული და იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზის შედეგად მისი იდენტიფიცირება მოხერხდება და პატრონი გამოუჩნდება", - განაცხადა კალანდიამ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


