უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 თებერვალი, 2025 12:22
font-size

ზუგდიდში მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და მისი ნამუშევრების ასლების გამოფენა გაიმართა

უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და მისი ნამუშევრების ასლების გამოფენა ზუგდიდში, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიმართა.

ღონისისებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოწვეულ პირებთან ერთად დაესწრნენ.

მიხაი ზიჩის ჯილდო 5 წლის წინ უნგრეთის საელჩომ დააარსა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ხელოვნების განვითარებაში. წელს უნგრეთის საელჩოს ინიციატივით, გამოფენა პირველად ჩატარდა დადიანების სასახლეთა კომპლექსში.

გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ უნგრეთის საელჩოს მიერ მოწოდებული მიხაი ზიჩის ილუსტრაციების ასლები, 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ზიჩის ილუსტრაციებია შესული.

ასევე გამოფენილი იყო ზიჩის ჯილდოს მფლობელების მხატვრების ზურაბ გაბულიასა და ლია შველიძის ნამუშევრები. მათ ჯილდო გადაეცათ გამორჩეული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.

უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები შექმნა. მას 1884 წელს ,,ვეფხისტყაოსნის” იონა მეუნარგიასეული ფრანგული თარგმანი გაუგზავნეს, რის მიხედვითაც მხატვარმა უნიკალური ილუსტრაციები შექმნა. შეკვეთილი თორმეტი ნახატის ნაცვლად მიხაი ზიჩიმ ოცდათოთხმეტი ნახატის ესკიზი შექმნა, საიდანაც ოცდაექვსი შეირჩა წიგნისთვის. შემდეგ მათ დაემატა კიდევ ერთი ფერადი ნახატი, რომელზეც გამოხატულია, როგორ მიართმევს შოთა რუსთაველი თამარ მეფეს “ვეფხისტყაოსანს”.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი