რეგიონები
ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა
ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები წერენ.
"გაფრინდა სიცოცხლე ჩიტივით და დაგვიტოვა ტკივილი.. მამა და შვილი დღეს ორივენი წარსული ხართ.. ზური ბიძია.. უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ" - წერს ცირა აბსანძე.
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია 4 დღის წინ ინსულტის გამო გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
2016 წლის 19 მაისს გიგა ოითხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ კი რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


