რეგიონები
ზუგდიდში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
ზუგდიდის მერიასთან ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციას ხმაური მოჰყვა. შეკრებილებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, ხოლო სამართალდამცველები მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. გარემოვაჭრეები აპროტესტებენ მათი დახლების აღებას ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან.
მანამდე შეკრებილებმა ქალაქის მერთან ლაშა გოგიასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ უარი მიიღეს, რის შემდეგაც რამდენჯერმე სცადეს შენობაში შეჭრა. მერიაში შეღწევის საშუალება აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.
გუშინ გვიან ღამით, ზუგდიდიდს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.
გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერსა და გარემოვაჭრეებს შორის 24 იანვარს შეხვედრა გაიმართა. მერმა არ დააკმაყოფილა გარემოვაჭრეთა მოთხოვნა, რომ მაისამდე გარევაჭრობის უფლება მიეცა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


