რეგიონები
ზუგდიდის პოლიკლინიკიდან დათხოვნილი თანამშრომლები ყოფილ სამსახურში აქციას მართავენ
ხმაური და დაპირისპირება მოხდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში, რაც მოჰყვა 9 გათავისუფლებული თანამშრომლის პროტესტს.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის პირველ რიცხვებში დაითხოვეს სამსახურიდან.
გათავისუფლებულთა შორის არიან ექიმები, რეგისტრატორი, მოლარე და ლაბორანტი. მათ მოითხოვეს პოლიკლინიკის დირექტორისგან, ოთარ შენგელიასგან განმარტება, რატომ გაუშვეს სამსახურიდან. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, გათავისუფლებულიდან ერთი თანამშრომელი დააბრუნეს, სავარაუდოდ, ნაცნობობით და სატელეფონო ზარების განხორციელების შედეგად.
თავის მხრივ შენგელიამ განმარტა, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი სამსახურეობრივ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებდა. მისივე ინფორმაციით, 9 დათხოვნილი პირიდან 5-ს საყვედური ან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, ხოლო დანარჩენ 4-ს შენგელიამ შესთავაზა, დაელოდონ პოლიკლინიკის ფინანსური პრობლემების მოგვარებას.
პოლიკლინიკა სხვადასხვა გადაცდომების გამო, საერთო ჯამში 80 ათასი ლარით არის დაჯარიმებული.
სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. მათი პრობლემების შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“.

საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


