რეგიონები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-მა „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“- ს ფარგლებში ყველაზე სუფთა სოფლის, ყველაზე სუფთა ქუჩისა და ყველაზე სუფთა ეზოს გამოვლენის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ მიაწოდა და კომისიის წევრებს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ყველაზე სუფთა სოფლების,ყველაზე სუფთა ქუჩებისა და ყველაზე სუფთა ეზოების ჩამონათვალი წარუდგინა და ფოტომასალები წარუდგინა.
ამ ეტაპისთვის გამოვლენილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციული ერთეული, 6 ქუჩა და 10 საცხოვრებელი სახლის ეზო.
კონკურსი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


