რეგიონები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრში, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გახსნა და არსებული ფილიალი გააფართოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, სასწავლო ცენტრის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახერების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში.
„თეგეტას აკადემია“ უზრუნველყოფს ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლას ავტომობილების მიმართულებით ( დუალური განათლების მოდელი), სწრაფი გადამზადების კურსებს, სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები. აქვე განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში მომუშავე თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით. „თეგეტა მოტორსმა“ რუხის სავაჭრო ცენტრის ფილიალში 40-მდე ადგილობრივი დაასაქმა.
რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.
კომპლექსი 10 შენობით არის წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართობი 10 000 მ2 შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტის დაცვით, სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების თანამედროვე სისტემებით.
რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რამაც 15 მლნ. ლარი შეადგინა. სავაჭრო ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მას შვილობილი კომპანია შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ მართავს.
სასწავლო ცენტრის გახსნას თეგეტა მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილბრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


