რეგიონები
ზუგდიდის მერიასთან ფაროსანასგან დაზარალებულები აქციას მართავენ
ზუგდიდის მერიასთან ფაროსანასგან დაზარალებულები აქციას მართავენ.
აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმარტება.
აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატი უჭირავთ: „მოვითხოვთ კომპენსაციას“.
„ფაროსანამ ყველაფერი შეჭამა, გადახრა და დაგვტოვა მშივრები. აქ იმიტომ ვართ, რომ გვინდა მთავრობას მივაწვდინოთ ხმა, ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტეს.
ადგილზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანი ნიკა მელიაც იმყოფება, რომელიც ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, გამაფრთხილებელი აქცია არაერთხელ გაიმართა, მაგრამ მთავრობამ ყურად არ იღო მოსახლეობის პრობლემა.
„ბევრჯერ გაიმართა აქციები, სადაც ვითხოვდით ჯერ ზარალის აღრიცხვას, შემდეგ კი კომპენსაციებს. ჩვენ კიდევ ველოდებით ხალხს სხვადსახვა სოფლებიდან“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
მონიკა დავლიანიძე
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


