რეგიონები
ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით ამ ეტაპზე, 23 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 4 სახლი აშენდება. საერთო ჯამში 2017 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა 27 სახლს ააშენებს, რომლისთვისაც დაახლოებით 500 000 ლარამდე დაიხარჯა.
სახლების მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად კოკსა და ოქტომბერში დაათვალიერა.
კოკში მარგო ნარმანიას 10 სულიან და ოქტომბერში ნოდარ ყურუას 5 სულიან ოჯახებს მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელ სახლებს უშენებს.
ექსკლუზიური და უმნიშვნელოვანესი პროექტის, პრიორიტეტული ოჯახები, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ექსკლუზიური პროექტია, რომლის ანხორციელება 2015 წელს დაიწყო. 2015-2016 წლებში აშენდა 41 სახლი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 968 897 ლარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს ამ პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


