რეგიონები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივი პარტნიორობით, მეწარმეებმა ადგილობრივი წარმოების, რძის პროდუქტების, ყველის გამოფენა-გაყიდვა გამართეს.
აქვე იყო წარმოდგენილი თაფლი, სხვადასხვა სახეობის ცუკატები, ჩირები, ტკბილეულები და აჯიკა. სტუმრებს ასევე შეეძლოთ ღვინის დეგუსტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ მსგავსი ღონისძიებების გამართვა დადებითად შეაფასა და შეკრებილ აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
„ ნებისმიერი ტრიბუნა ჩვენთვის პირველ რიგში არის ჩვენი უკრაინელი თანამოძმეებისთვის მხარდაჭერის გამოსახატი. ვუსურვოთ მათ მშვიდობა და გამარჯვება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა სიტყვით მიმართვისას მერმა მამუკა წოწერიამ.
ამასთანავე, მერმა აუდიტორიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტის შექმნაზე ისაუბრა. მისივე თქმით, სწორედ ამ დოკუმენტის ერთ-ერთ ქვაკუთხედს გასტრონომიის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდმა, კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსება ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში მიიღო.
ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ფერმერი ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მერძევე ფერმერი ქალების ნაწარმის პოპულარიზაცია და მათი ნაწარმის ადგილობრივი ბაზრისა და მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შემდგომი პარტნიორული თანამშრომლობის მიზნით გაცნობაა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


