უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 თებერვალი, 2018 14:05
font-size

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქუთაისის პარლამენტთან აქციას გამართავენ

ზუგდიდის გარემოვაჭრეთა ნაწილი ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას ქუთაისის პარლამენტთან გააპროტესტებს, ისინი უკვე გაემგზავრნენ. გარემოვაჭრეები აპირებენ, სთხოვონ პარლამენტს, დაუშვან გარევაჭრობა იქამდე, სანამ ალტერნატიული ფართები არ მოეწყობა.

გარემოვაჭრეებმა პარლამენტს შესაბამისი წერილიც გაუგზავნეს. მათ გამგზავრებამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.

ზუგდიდში დარჩენილი გარემოვაჭრეები აქციას მართავენ გუბერნატორის ადმინისტრაციასთან.

გარემოვაჭრეებმა აქციები 31 იანვარს დაიწყეს მას შემდეგ, რაც 30 იანვარს, გვიან ღამით, ზუგდიდიდს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო.

მერიამ მათ ალტერნატიული ფართები შესთავაზა, თუმცა გარემოვაჭრეები ცენტრალური ბაზრის შიგნით შესვლაზე უარს ამბობენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათ აქვთ მცირებიუჯეტიანი საქონელი და ადგილის თანხას ვერ გადაიხდიან, თუმცა თანახმა არიან, მდინარე ჩხოუშის სანაპიროს ტერიტორიაზე გადავიდნენ იმ შემთხვევაში, თუ იქ იქნება შესაბამისი პირობები. შესაბამისი სავაჭრო ფართების აშენებამდე ისინი ითხოვენ გარევაჭრობის გაგრძელებას, რაზეც მერია უარს აცხადებს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი