რეგიონები
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქალაქის მერის გადადგომას მოითხოვენ
ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიდმებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს. შეკრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მეორე დღეს გარემოვაჭრეებმა ისევ სცადეს მერიის შენობაში შეჭრა. აქციაზე სამართალდამცავებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გარემოვაჭრეები ასევე აპირებენ, გზა გადაკეტონ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეკრებილი გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერისგან, ლაშა გოგიასგან მათთან ჩასვლასა და დალაპარაკებას სთხოვენ. გაისმა მისი გადადგომის მოთხოვნაც.
„მოვითხოვთ მერის, ლაშა გოგიას გადადგომას. ვითხოვთ მოვიდეს ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია. ის მოუსმენს ხალხს“, - განაცხადეს გარემოვაჭრეებმა.
გარემოვაჭრეები უკმაყოფილო არიან მერის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული სავაჭრო ფართებით. ისინი გარევაჭრობის ნებართვის გაგრძელებას ითხოვენ.
აქცია ზუგდიდის მერიასთან გუშინ დაიწყო. 30 იანვარს, გვიან ღამით, ზუგდიდიდს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.
გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერსა და გარემოვაჭრეებს შორის 24 იანვარს შეხვედრა გაიმართა. მერმა არ დააკმაყოფილა გარემოვაჭრეთა მოთხოვნა, რომ მაისამდე გარევაჭრობის უფლება მიეცა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


