რეგიონები
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოვაჭრის გათავისუფლებას მოითხოვენ
ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ერთ-ერთი გარემოვაჭრის დაკავებას, რომელიც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აიყვანეს. შეკრებილები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღეს დილას გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მერიის აკრძალვის მიუხედავად მუშაობა თვითნებურად განაახლეს. ამას მოჰყვა იქვე მობილიზებული პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის დაძაბულობა და ერტი პირის დაკავება. ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოვაჭრეების თქმით, გარევაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი უკვე სამი დღეა ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები.
მათივე მტკიცებით, ისინი არ შევლენ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებზე.
30 იანვარს, გვიან ღამით, ზუგდიდიდს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.
გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერსა და გარემოვაჭრეებს შორის 24 იანვარს შეხვედრა გაიმართა. მერმა არ დააკმაყოფილა გარემოვაჭრეთა მოთხოვნა, რომ მაისამდე გარევაჭრობის უფლება მიეცა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


