მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში ხვალ ნალექს და ძლიერ ქარს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის ნალექს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში კი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში კი თოვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მეტრ/წამამდე ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთასი +5, +10; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +6-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, ქალაქის გარეუბნებში კი, შესაძლებელია 28 მეტრ/წამამდე ქარის გაძლიერება. ჰაერის მაქსიამლური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


