მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში დღეს თოვას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვას ელიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დღის პირველ ნახევარში ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია ნავარაუდევი, მთაში თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დღის პირველ ნახევარში ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4, +9; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-14 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +8 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


