მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +7, +12; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ნალექი, მთაში თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში +2, +7; მაღალ მთაში -1, +4 (ზოგან +6-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის მაქსიალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +6 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


