რეგიონები
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
ზესტაფონში, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზესტაფონელები მერის გადადგომის მოთხოვნით ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.
პროტესტს შეურთდა “პატრიოტთა ალიანსის” ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს.
მათი თქმით, ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.
მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომითაა დანიშნული.
თავსი მხრივ, ზესტაფონის მერიაში აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
მერის მოადგილის დათო ჩირგაძის განცხადებით, ქალაქსა და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
რაც შეეხება ადმინიტრაციის სამსახურის უფროსის, ეკა დუგლაძის დიპლომის საკითხს, მერის მოადგილის განმარტებით, საქმე არის ძიებაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


