რეგიონები
ზემო სვანეთის რეგიონში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან 4 წლამდე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


