უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 ივნისი, 2017 12:40
font-size

ზაზა ურუშაძის `მანდარინები` იტალიელმა მაყურებელმა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფილმად აღიარა

ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი ფილმი "მანდარინები" იტალიაში კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა.

San Fedele-ს პრემია წელს 61-ედ გაიცა და იგი სწორედ ქართველ რეჟისორს, ზაზა ურუშაძეს ხვდა წილად.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს 1956 წლიდან ირჩევს და პრემიას ანიჭებს. გამოკითხვაში ჩართულია ყველა, როგორც კინოკრიტიკოსები და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, ასევე, რიგითი მაყურებლები. გამარჯვებული კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული ფილმი ხდება.

წლების მანძილზე San Fedele-ს პრემია ისეთ გამოჩენილ კინემატოგრაფისტებს აქვთ მიღებული როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, ფრანჩესკო როსი, პიერ პაოლო პაზოლინი, ინგმარ ბერგმანი, მილოშ ფორმანი, აკირა კუროსავა, რობერტო ბენინი, პედრო ალმადოვარი, სტივენ სპილბერგი და სხვა.

ზაზა ურუშაძე მილანშია მიწვეული, სადაც, როგორც საპატიო სტუმარს და პრემიის ლაურეატს, San Fedele-ს კინოთეატრში ცნობილი იტალიელი სკულპტორის Mimmo Paladino-ს მიერ შექმნილ სკულპტურას გადასცემენ.

საქართველო-ესტონეთის კოპროდუქცია "მანდარინები" ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა.

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინაციების გარდა, ფილმმა უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე.

"მანდარინები" 90-იან წლებში აფხაზეთის ომის პერიოდს ასახავს, სადაც ესტონელი ივო ამ ომის სხვადასხვა მხარეს მყოფ ჩეჩენ და ქართველ ჯარისკაცებს მის სახლში შეიფარებს.

ფილმი პოლიტიკურ, კულტურულ და ეთნიკურ კონფლიქტს ეხმაურება და უგზავნის გზავნილს თანამედროვე საზოგადოებას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კონფლიქტის თანაგრძნობით მოგვარება.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი