უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 იანვარი, 2019 16:07
font-size

ზაზა ოქუაშვილს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყდა - აცხადებს ოპოზიცია

აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლისთვის და საბჭოს წევრისთვის, ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე მსჯელობდნენ.

სხდომა განცხადებებით დაიწყო, ურთიერთბრალდებები კი ხმაურში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის შეჩერების საკითხის გადადებას დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლამდე ითხოვდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების თქმით, ზაზა ოქუაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი დაცული არ არის.

ოპოზიციის მიერ სხდომაზე აღინიშნა, რომ უკანონოა ახლა კენჭისყრა, რადგან წარმოდგენილია ოქუაშვილის განცხადების ელექტრონული ვერსია და არა დედანი, ორიგინალი განცხადების.

დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის გამო, დეპუტატი იძულებულია, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრობაზე უარი თქვას, რის გამოც დღევანდელ კენჭისყრაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" მონაწილეობა არ მიუღია.

საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება 10 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო.

ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა. მან აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა.

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს რეკეტის საქმეში ამხილა. „ომეგა ჯგუფისა" და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება რამდენიმე თვეა გრძელდება. ამ დაპირისპირების შედეგად ტელეკომპანია "იბერია“ დაიხურა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასადასტურებლად ფარული ვიდეო ჩანაწერებიც გამოქვეყნდა.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი