მოზაიკა
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ნბა მოიგო
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/2017 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.
13 ივნისს, გამთენიისას, მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვერიორსმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ დაამარცხა ანგარიშით 129-120 და სუპერფინალური სერია 4:1 მოიგო.
ამ მოგების გამო ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.
როგორც ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში ნბა-ს თასითა და ბეჭდით.
„ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!“, - განაცხადა ფაჩულიამ.
ფაჩულიამ შეხვედრაზე 10 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. ყველაზე მეტი - 41 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, ხოლო შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად კევინ დურანტი დაასახელეს, რომელმაც ბოლო მატჩში 39 ქულა მოაგროვა. ის ასევე გახდა ფინალური სერიის MVP (ნბას ყველაზე ღირებული მოთამაშე).
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


